კომპანიებში Wendy’s და Dunkin’ დაახლოებით ორი წელია, რაც ვმუშაობ. HR – ის გუნდს შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე შემოვუერთდი, დღეს კი ვარ შერჩევის მიმართულების ლიდი. ჩვენი კომპანიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სწორედ ის, რომ ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება კარიერული განვითარების. ამის მაგალითია ჩვენი თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს სერვისის კონსულტანტობით და დღეს უკვე იკავებენ მოწინავე პოზიციებს ფილიალებისა თუ კომპანიის ადმინიტრაციულ გუნდში.
ორივე კომპანია სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და სამსახური შევთავაზოთ დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს 14 ქალაქში. ჩვენთან სწავლისა და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია და თანამშრომლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სამუშაო გრაფიკებს.
ჩვენთან დასაქმებისთვის საკმარისია მოტივაცია, განვითარების სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა. Unijobs – კი გვეხმარება სწორედ ასეთი ახალგაზრდების მოძიებაში, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, მაგრამ აქვთ სურვილი დაიწყონ თავიანთ კარიერაზე ზრუნვა ჩვენთან. ეს უნიკალური ციფრული პლატფორმა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სამუშაო გამოცდილების არმქონე ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ ერთ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად მოიძიონ ისეთი დამსაქმებელი, რომელიც შესთავაზებთ ღირსეულ შრომის პირობებს. ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, კომფორტული და შედეგიანია Unijobs-თან თანამშრომლობა.