#გაიცანიუკეთHR – ლიკუნა მჟავია

მოგესალმებით, Unijobs ბლოგის მკითხველებო! მე ვარ ლიკუნა და მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ჩემი კარიერული განვითარების გზა.

ჩემი კარიერული მოგზაურობა დაიწყო სტაჟირებით ერთ-ერთ წამყვან რეკრუტინგულ კომპანიაში, შერჩევის დეპარტამენტში. ეს იყო ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასაწყისში. ყოველდღიური ამოცანების გარდა, სტაჟირებამ მომცა ჰოლისტიკური ხედვა რეკრუტირების პროცესის შესახებ, ბაზრის ტენდენციების გააზრებიდან დაწყებული, კლიენტებთან და კანდიდატებთან ურთიერთობის განვითარებამდე.

შემდგომში მივიღე შემოთავაზება ASBC | i Space-სგან და დღეს უკვე თითქმის ერთი წელია რაც ვმუშაობ ადამიანური რესურსების შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე კომპანიაში, რომელიც ოპერირებს შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ASBC | i Space-ს უჭირავს წამყვანი პოზიცია საქართველოს ბაზარზე, როგორც ერთადერთი Apple Premium Reseller, რასაც ადასტურებს მის მიერ მიწოდებული პრემიუმ ხარისხი მომხმარებლებისთვის.

როგორც ASBC-ის თანამშრომელი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კომპანიამ მომცა საშუალება განმევითარებინა ჩემი პროფესიული და პიროვნული უნარები და ასევე, მცირე წვლილი შემეტანა მის წარმატებაში. მიხარია, რომ ჩემი კარიერა გრძელდება ასეთ აქტიურ და დინამიურ გარემოში.

კომპანიაში ახალი თანამშრომელი შერჩევის რამოდენიმე ეტაპს გადის რომ ბოლომდე გამოავლინოს მისი უნარები და რომ დავინახოთ მისი, როგორც პოტენციური თანამშრომლის მოტივაცია. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც სრულად აქვს შესაძლებლობა რომ გამოავლინოს მისი პროფესიული თუ პიროვნული უნარები, სადაც ფასდება მისი შრომა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობა. ამასთანავე, ჩვენს თანამშრომლებს საშუალება აქვთ რომ ისარგებლონ მრავალფეროვანი ბენეფიტებით.

რატომ Unijobs?

Unijobs გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს გაეცნონ მიმდინარე ვაკანსიებს და მისი დახმარებით დაიკავონ პოზიციები წამყვან კომპანიებში. ასევე როგორც HR რეკრუტინგის მენეჯერი ვაფასებ საიტის ეფექტურობას და სიმარტივეს, რომლითაც შემიძლია შერჩევის პროცესის ციფრულად მართვა.