კომპანიას სულ ახლახანს შემოვუერთდი, ამიტომ წინ ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია და ბედნიერება ელოდება ჩვენს სასტუმროებში დასაქმებულ გუნდის წევრებს.
ჩემი პირველი სამსახური იყო ერთ-ერთი ბრენდული სასტუმრო, სადაც მიმტანის პოზიციაზე ვმუშაობდი. ახლა HR დირექტორის პოზიციას ვიკავებ.
„ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ – ბორჯომში, „წყალტუბო პლაზა“ წყალტუბოში და სასტუმრო „ჯინჯერი“ თბილისში უკვე ბევრი წელია საქართველოში ლობირებს და ქმნის იდეალურ სამუშაო პირობებს, რასაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო ადასტურებს. გვეამაყება, რომ ვქმნით მრავალფეროვან და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდის ყოველი წევრისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი მათი უნარებისა და ნიჭის სრულად რეალიზებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული გუნდის წევრის პულსზე გვეჭიროს ხელი, რათა მარტივად შევძლოთ მათი გამოწვევების დანახვა, შეფასება და დაძლევა. კომპანია თანამშრომლების მიმართ გამოირჩევა ლოიალური პოლიტიკით. ჩვენთან დასაქმებულ პირებს ვთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს: გუნდის წევრების აღიარების სხვადასხვა პროგრამები და აქტივობები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კარიერული დიალოგები, 6 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ჯანმრთელობის დაზღვევა, გასვლითი აქტივობების ორგანიზება, ტაქსით მომსახურება, უფასო კვება და მრავალი სხვა. ბენეფიტების უმრავლესობა ახალია და უკვე იძენს სიცოცხლეს სამივე სასტუმროში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ჩვენი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტს, გუნდის წევრების კეთილდღეობასთან ერთად, სწორედ რომ გარემოსდაცვითი და საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენის მქონე პროექტებში აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.
კანდიდატის შერჩევის დროს უპირატესობას ვანიჭებთ მის დამოკიდებულებას და ემოციურ განწყობას არსებული საქმის მიმართ, თუ რამდენად შეესაბამება მისი უნარები ვაკანსიას, როგორი მოტივაცია აქვს და რა გამოცდილების მიღება სურს კომპანიისგან. საოპერაციო დეპარტამენტებში ვნერგავთ 3 დღიან ანაზღაურებად პრაქტიკის პერიოდს, რათა უკეთესად შეძლოს კანდიდატმა გამოავლინოს საკუთარი თავი და თვითონაც შეაფასოს რამდენად სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი. გუნდის ახალი წევრი გაივლის საორიენტაციო ტრენინგს და სპეციალურ 6-თვიან ონბორდინგის პროგრამას, რა პერიოდშიც მიემაგრება პასუხისმგებელ პირს, რათა გაუმარტივდეს სამუშაო პროცესში ჩართვა. ადამიანური რესურსების გუნდი და დეპარტამენტის ხელმძღვანელები მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობენ ახალ კანდიდატი, რათა იგი სრულად ადაპტირდეს სრულფასოვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოში.
Unijobs.ge თანამედროვე და მარტივი პლატფორმა, სადაც სამსახურის მაძიებლებს შეუძლიათ დეტალურად გაიგონ კონკრეტული კომპანიის ვაკანსიისა და პირობების შესახებ, ასევე ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მარტივად არის შესაძლებელი კომუნიკაციის დამყარება Unijobs.ge-ის ადმინისტრაციასთან. Unijobs.ge-ს პლატფორმატზე განთავსებული ბლოგები უკეთეს წარმოდგენას უქმნის სამუშაოს მაძიებელს მისთვის საურველ კომპანიაში არსებულ კულტურასა და სამუშაო გარემოზე.