განცხადების აღწერა
მრავალფუნქციური კომპლექსი King David აცხადებს ვაკანსიას ღამის მიმღების (რეცეფციონისტის) თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაცხოვრებლების/ვიზიტორების დახვედრა და მათი საჭიროებების შესაბამისი დახმარების გაწევა;
- ვიზიტორების შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა;
- მაცხოვრებლების ინფორმირება მათთვის გამოგზავნილი კორესპონდენციების, ფოსტის, გზავნილებისა და ამანათების მიღების თაობაზე;
- დაშვების ბარათებისა და ავტორიზაციის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
- პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ენერგიული და მოტივირებული პიროვნება.
სამუშაო გრაფიკი: 2/2, ორი ღამე მუშაობა, შემდეგი ორი ღამე დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას.