როგორ მოვარგოთ CV ვაკანსიას?

2016 წლის ბოლო იყო, როცა ჩემთვის საინტერესო ვაკანსია გამოქვეყნდა ერთ-ერთ დასაქმების პლათფორმაზე. ვკითხულობდი მოცემული პოზიციის აღწერილობას, მოთხოვნებს და ვხვდებოდი, რომ ჩემი რეზიუმე არ პასუხობდა ამ ტექსტში მოცემულ მოთხოვნებს, თუმცა რეალურად ეს გამოცდილება მქონდა. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ უნდა განმეახლებინა ჩემი რეზიუმე ისე, რომ ამ ვაკანტური პოზიციის შესაბამისობაში ყოფილიყო. ავიღე ჩემი რეზიუმეს სამუშაო ვერსია, სრულად გადავაკეთე, მოვარგე ჩემი გამოცდილება ვაკანსიაში წარმოდგენილ მოთხოვნებს და ისე გავაგზავნე. ამიყვანეს!

აქედან იწყება უკვე ჩემი ღრმა რწმენა ამ საკითხზე – რომ თითოეული ვაკანსიისთვის ინდივიდუალურადაა საჭირო CV-ის მორგება, მითუმეტეს იმ რეალობაში, როცა უკვე არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა რეკრუტინგის მიმართულებით, სადაც ხელოვნური ინტელექტი მუშაობს და ფაქტობრივად პირველად გადარჩევას ის აკეთებს.

არასწორად ან არასრულყოფილად მომზადებულმა რეზიუმემ შეიძლება შექმნას დაბრკოლებები კანდიდატების განხილვის პროცესში.

აქ არის რამდენიმე ძირითადი საკითხი, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება:

  • დღეს, კომპანიების უმეტესობა უკვე იყენებს კანდიდატების შერჩევის სისტემებს, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რეზიუმეების სკრინინგის ჩასატარებლად. ეს სისტემები „სკანირებას“ ატარებენ ვაკანტური პოზიციის ჭრილში კანდიდატის უნარების, კვალიფიკაციის, გამოცდილების და სხვა შესაბამისი სამუშაოს მოთხოვნების მიხედვით. თუ თქვენს რეზიუმეს არ გააჩნია სწორი საკვანძო სიტყვები და როლთან შესაბამისი შინაარსი, ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ჩათვლის, რომ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით.
  • ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მომუშავე რეკრუტირების ინსტრუმენტები ეყრდნობა თქვენი რეზიუმეს შინაარსს, რათა დადგინდეს/შეფასდეს თქვენი უნარების დონე და გამოცდილება. თუ თქვენი რეზიუმე სათანადოდ არ ასახავს თქვენს შესაძლებლობებს, შესაბამისი ტერმინოლოგიისა და დეტალების გამოყენებით, AI-მ შეიძლება არასწორად შეაფასოს თქვენი კვალიფიკაცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენ პოტენციური გამორიცხვა იმ როლებზე, რომლებისთვისაც ნამდვილად შესაფერისი ხართ.
  • თუ რეზიუმეში არ არის მნიშვნელოვანი ან გაურკვევლად არის მნიშვნელოვანი დეტალები, AI-მ შესაძლოა ვერ შეძლოს თქვენი შესაბამისობის სრულად შეფასება ვაკანტურ პოზიციასთან.
  • AI-ზე დაფუძნებული რეკრუტირების ინსტრუმენტები შექმნილია კანდიდატების რანგირებისთვის და პრიორიტეტებისთვის მათი რეზიუმეს შინაარსის მიხედვით. თუ თქვენი რეზიუმე საფუძვლიანად არ არის მორგებული კონკრეტულ როლზე, თქვენ დიდი ალბაბობით გადაინაცვლებთ „ბოლო ადგილზე“ ვიდრე სხვა აპლიკანტები, რომელთა კვალიფიკაცია უფრო მკაფიოა და უფრო აშკარად ემთხვევა იმას, რასაც დამსაქმებლები აკონკრეტებენ ვაკანსიის გამოცხადებისას.

დღევანდელ კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე, არასწორად მომზადებული ან ზოგადი ხასიათის რეზიუმეს ქონა შეიძლება მისი განხილვისას შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. ყველა კანდიდატმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ვაკანტური პოზიციისთვის დროის გამოყოფა და რეზიუმეს ზედმიწევნით მორგება გადამწყვეტია იმისთვის, რომ სწორად შეირჩეს AI რეკრუტირების ტექნოლოგიით. ბოლოს და ბოლოს, თქვენი სამუშაო გამოცდილება და უნარები იგივეა, სადაც არ უნდა მიმართოთ, არა? ეს არასწორია. სამუშაოს მაძიებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ზოგადი რეზიუმეს გამოყენება.

ახლა კი, როდესაც განვიხილეთ თქვენი რეზიუმეს ინდივიდუალურად „მორგების“ მნიშვნელოვნება ვაკანსიასთან მიმართებაში, ქვემოთ გაგიზიარებთ რამდენიმე შესაბამის რჩევას:

  • დაიწყეთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს აღწერილობით. მონიშნეთ ყველა ძირითადი უნარ-ჩვევები და ძირითადი გამოცდილება, რომელთა „ნახვაც“ სურს დამსაქმებელს.
  • ეცადეთ გამოიყენოთ იგივე საკვანძო სიტყვები თქვენს რეზიუმეში (სამუშაოს აღწერილობებში, უნარებში და ა.შ.) რაც მოცემულია ვაკანტური პოზიციის აღწერილობაში. აქ მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე დავწეროთ და არ ვიცრუოთ, ეს გასაუბრეაზე მაინც გამოჩნდება.

მაგალითის სახით, შეგვიძლია განვიხილოთ პირველი და ერთადერთი პროგრამული უზრყნველყოფა რეკრუტინგის მიმართულებით კომპანიებისთვის –  Helio.AI. ამ სოფტისთვის შეიქმნა სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც სემანტიკურად არის დატრენინგიგებული. იგი შედის ვაკანსიის ტექსტის და კანდიდატის კვალიფიკაციის შინაარსობრივ ნაწილში და რეკრუტერის ჩართულობის გარეშე აკეთებს მეჩინგს, თუ რა პროცენტით შეესაბამება კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციას სისტემაში მოხვედრილი რეზიუმეს შინაარსი. შესაბამისად, ძალიან მარტივია დასკვნა – თუ სისტემაში, ანუ თქვენს მიერ არ მოხდა შინაარსობრივად გამართული/შესაბამისი რეზიუმეს გაზიარება, ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურად ვერ გააკეთებს სწორ მეჩინგს და ამ ვაკანტურ ადგილზე დასაქმების შანსი პოტენციურად გაუჩნდება იმას, ვინც ოდნავ მეტი დრო დაუთმო საკუთარი CV-ს მოდიფიცირებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს უკვე წამოვიდა ტენდენცია კომპანიების მხარეს დიდი ცვლილებები გატარდეს შერჩევის პროცესში და ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ამისთვის. მაგრამ, აქვე, მნიშვნელოვანია კანდიდატებმაც შესაბამისი დრო დაუთმონ სასურველ პოზიციაზე მოხვედრისთვის სწორად „ბრძოლას“. წარმატებები!

სულხან სახვაძე, თანადამფუძნებელი & CPO, Helio.AI