მცირე კომპანიები, როგორც კარიერული ზრდის საუკეთესო საშუალება

სტუდენტი რომელსაც ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი ან თუნდაც სწავლის პროცესშია თავისი სულისკვეთებითა და ენთუზიაზმით მზად არის დაიპყროს პროფესიული სამყარო.

თუმცა, შრომის ბაზარი შეიძლება რთულად დასაპყრობი იყოს მათთვის, ვისაც “ნულოვანი გამოცდილება” აქვს.

არ შეგეშინდეთ!

კორპორატიულ გიგანტებს შორის არის შესაძლებლობების ფარული გზა – მცირე კომპანიები. ამ პროცესში კი მთავარია დიდი კორპორაციების „ბრწყინვალე სახელის სინდრომი“ დროებით დაივიწყოთ.

მცირე ზომის კომპანიებს შეიძლება არ ჰქონდეთ გიგანტი კომპანიების მსგავსი დიდი ანაზღაურება ან საუკეთესო შეთავაზების პაკეტები, მაგრამ ის ინვესტიცია რასაც ჩადებენ თქვენს განვითარებაში, გამოცდილების ფართო სპექტრით დაგროვებაში და კარგი სანაცნობო წრის შექმნაში გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მნიშვნელოვანია.

მოერიდეთ „არასაკმარისი გამოცდილების“ შიშს და მცირე ზომის კომპანიებისგან თამამად მიიღეთ შემოთავაზებები.

მთელს ამ პროცესში აუცილებლად გამოიკვლიეთ კომპანიები თქვენი ინტერესის სფეროში, რომლებიც პასუხობენ თქვენს ღირებულებებს, ინტერესებს და აუცილელბად გაუზიარეთ თქვენი შესაძლებლობები პირველივე შეხვედრაზე. Glassdoor-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლებს სურთ იმუშაონ კომპანიებში, რომლებიც შეესაბამებიან მათ ღირებულებებს, თქვენც სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოთ.  

მთავარი ამოსავალი წერტილი კარიერის შექმნა/განვითარების ლაბირინთში არის ის, რომ მცირე ბიზნესს იწყებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი ოცნებები და მიზნები.

Glassdoor Bowls™ სტარტაპებისა და მეწარმეობის თემასთან დაკავშირებული კვლევის პასუხებში არაერთხელ შეგვხვდება მცირე კომპანიების მენეჯერების ფრაზები:

  • “ეს იყო ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება.”
  • ”ყოველ შემთხვევაში, მე დავინახე საჭიროება.”
  • ”მე შევწყვიტე ოცნებები და დავიწყე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.”

მცირე ბიზნესები იბადებიან ინსპირაციების შედეგად და უმეტეს შემთხვევაში არ ქრებიან ბიზნესისა და გუნდის ზრდასთან ერთად.  ისინი კიდევ უფრო მეტ ძალას იძენენ, რადგან უფრო მეტი ადამიანი მოდის მათთან, რათა მათი ხედვა და ღირებულებები გაიზიარონ.

მცირე კომპანიების ორგანიზაციული ბუნება ლოიალურია ამბიციური ადამიანების მიმართ, რომლებიც დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში.

მცირე კომპანიებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შეძენასაც შეიძლება წლები დასჭირდეს დიდ კორპორაციაში. მცირე კომპანიები დამოკიდებულნი არიან გუნდის თითოეულ წევრზე, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი გადაიყვანონ ვიწრო სპეციალიზაციებზე, ეს კი გაძლევთ საშუალებას ბიზნეს ოპერაციების სხვადასხვა ასპექტებში უდიდესი გამოცდილება მიიღოთ. მაგალითის სახით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მარკეტინგს პირველ კვირაში, მონაცემების ანალიტიკაში, მომდევნო კვირაში გუნდის სხვა წევრს და საჭიროების შემთხვევაში კი საოპერაციო ამოცანების შესრულებაში სხვა მიმართულებას. ეს მრავალფეროვანი გამოცდილება კი საერთო ჯამში საინტერესოდ გამოიყურება რეზიუმეშიც.

კიდევ ერთი უპირატესობა მენეჯმენტის მიდგომაა. მცირე კომპანიებში შეგიძლიათ დაამყაროთ პირდაპირი ურთიერთობები მენეჯერებთან, ეს კი ხელს უწყობს აქტიურ მენტორობას თქვენი პროფესიული განვითარებისთვის.  

შესაძლებლობა გექნებათ აქტიურად შესთავაზოთ პასუხისმგებლობის აღება სხვადასხვა საკითხებზე და მოურიდებლად დაუსვათ გააზრებული კითხვები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ინიციატივით, თქვენ ფასდაუდებელი ადამიანური კაპიტალი გახდებით მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ პროდუქტიულობა მცირე გუნდებით.   

მცირე კომპანიები თქვენი პროფესიული განვითარებისთვის უნიკალურ ნიადაგს უზრუნველყოფენ. მრავალფეროვანი გამოცდილება, პირდაპირი მენტორობა და მუშაობის სპეციფიური კულტურა მცირე კომპანიებს იდეალურ ამოსავალ წერტილად აქცევს სამუშაო გამოცდილების არმქონე ადამიანებში.

სულხან სახვაძე, თანადამფუძნებელი & CPO, Helio.AI