განცხადების ვადა: 13/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით შეკვეთების შემგროვებლის პოზიციაზე!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.

სამუშაო საათები:

5 სამუშაო დღე – სრული განაკვეთი

  • 08:00 – 17:00
  • 11:00 – 20:00
  • 14:00 – 23:00
  • 17:00 – 02:00
  • 23:00 – 08:00

Wolt Market_ის ლოკაციები:

  • სულხან ცინცაძის ქუჩა N37
  • მარიჯანის ქუჩა N4
  • სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1
  • მირიან მეფის ქუჩა N3

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
  • შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
  • პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება და დახლებზე განთავსება
  • პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
  • Wolt მარკეტში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
  • Wolt მარკეტის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება

ჩვენი მოლოდინები:

  • ხართ პროაქტიული და სერვისზე ორიენტირებული
  • ხართ შრომისმოყვარე და მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა
  • ერკვევით ტექნოლოგიებში
  • შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს ან/და ღამის პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
  • სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური – სასურველი
  • გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • 24 სამუშაო საშვებულებო დღე
  • Wolt_ის კრედიტების ქეშბექი
  • სპორტული შეთავაზებები
  • ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.