შეკვეთების შემგროვებელი

განცხადების ვადა: 10/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

Wolt Market უკვე ბათუმშია!
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით!

მისამართი – რევაზ კომახიძის ქუჩა, 99. ბათუმი.
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.

სამუშაო საათები (სრული განაკვეთი)

5 სამუშაო დღე

  • 08:00 – 17:00
  • 11:00 – 20:00
  • 14:00 – 23:00
  • 17:00 – 02:00
  • 23:00 – 08:00

ძირითადი მოვალეობები

  • შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
  • შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
  • პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება, დახლებზე განთავსება და მუდმივი განახლება
  • პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
  • მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
  • მაღაზიის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება

ჩვენი მოლოდინები

  • შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს, ღამის ან უქმეების პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, სრული განაკვეთის შემთხვევაში)
  • ხართ შრომისმოყვარე, სერვისზე ორიენტირებული და მოგწონთ სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში მუშაობა
  • ერკვევით ტექნოლოგიებში და არ გიჭირთ მათი ათვისება
  • სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური – სასურველი
  • გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით

  • სამედიცინო დაზღვევა
  • 24 სამუშაო საშვებულებო დღე
  • Wolt_ის კრედიტების ქეშბექი
  • სპორტული შეთავაზებები
  • ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.