განცხადების ვადა: 06/06/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

ავტომობილების ტექნიკური ოპერაციების მიმართულების კომპანია ეძებს სერვისის მითერს:

ადგილმდებარეობები: უნივერსიტეტის ქუჩა;

სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (ჯამში 40 საათი);

ანაზღაურება: 1500 ლარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტზე შემოსული კლიენტების დახვედრა, მიღება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
  • პარკირების სივრცის კონტროლი;
  • კლიენტის ავტომობილის სწორად განთავსებაში ან პარკირების ზონის მითითებაში დახმარება;
  • კლიენტის საჭიროების დადგენა და გადამისამართება შესაბამის სერვისში;
  • ზოგადი კითხვების ან დეტალების მიწოდება ობიექტის შესახებ;
  • კომპანიის იმიჯისა და სტანდარტების ღირსეული წარდგენა კლიენტთან.

ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

  • საშუალო, პროფესიული, ან უმაღლესი განათლება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება.  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ holdingcompanyhr@gmail.com 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები