განცხადების აღწერა
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის სტაჟირების პროგრამაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით ქ. თელავში)
სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთ–ერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:
- ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
- ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
- ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
- საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
- სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
- სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
- ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
- მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;
სხვა მოთხოვნები :
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- სტაჟირების ვადა: – 1 თვიდან 2 თვემდე
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!