სტაჟირება ავტო სესხების რისკების ოფიცრის პოზიციაზე

ვაკანსია დახურულია.

განცხადების აღწერა

სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” / Swiss Capital აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.