განცხადების ვადა: 06/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 15 საცალო მაღაზია აქვს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

დღეს „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დროებითი კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თანამდებობა დროებითია და გულისხმობს დასაქმებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი:                                      თბილისი, ბათუმი
  • სამუშაო გრაფიკი:                                     კვირაში 5 დღე – 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო:                                      კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურების ტიპი:                                 ფიქსირებული
  • ანაზღაურების ოდენობა:                        1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებეზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება;
  • პროდუქციაზე ფასების მითითება;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

  • გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობას, მზაობის შემთხვევაში ძირითად შტატში დასაქმებას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV (გთხოვთ, შეტყობინების ველში მიუთითეთ სასურველი ფილიალი)

ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/hHRUZ

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (09:00 – 18:00) ნომერზე – 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !