განცხადების ვადა: 10/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ
მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური
წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა
წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს
კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.
აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
▪ სამუშაო ადგილი: თბილისი
▪ სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე – 40 საათი, დღეში 8 საათი
▪ დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
▪ სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (10:00- 19:00/13:00-22:00) / ერთცვლიანი (11:00 – 20:00) (1
საათი შესვენების პერიოდი)
▪ ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
▪ ანაზღაურების ოდენობა: 850 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) – 950 ლარი (ხელზე ასაღები თანხა მე-12-ე თვიდან)
ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი:
▪ თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა
▪ თბილისი, საბურთალო, ს/ც: სითი მოლი

გუნდის წევრს ვთავაზობთ:
▪ კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას – კომპანია მზად არის თქვენი
ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ,
დაწინაურდეთ;
▪ სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
▪ კომფორტულ სამუშაო გრაფიკს, მათ შორის, სტუდენტური
▪ კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
▪ მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
▪ პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება,
არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება;
▪ პროდუქციაზე ფასების მითითება;
▪ პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
▪ სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
▪ სასურველია, ინგლისური ენის საკომუნკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
▪ ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
▪ სერვისულობა;
▪ პროფესიული განვითარების სურვილი;
▪ კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
▪ ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
▪ პუნქტუალურობა;
შერჩევის ეტაპები:
▪ რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
▪ გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://rb.gy/50uav3

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე – 577021010


შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ
მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო
ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერგამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის
ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

მსგავსი განცხადებები