ღამის ცვლის სენდვიჩ არტისტი

23/09/2024
900 - 1100
განცხადების ვადა: 23/10/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

კომპანია AACC  პარტნიორი კომპანია SUBWAY-სთვის ახალ თანამშრომლებს ეძებს

SUBWAY-ში, რომელიც არის სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი და ავრცელებს სენდვიჩების სიყვარულს მსოფლიოში, გვაქვს ჩვენი სედნდვიჩებივით გემრიელი ვაკანსიები „სენდვიჩ არტისტის“ პოზიციაზე! 

 ვინ არის სენდვიჩ არტისტი და რას ისწავლით ამ პოზიციაზე მუშაობით?

 სენდვიჩ არტისტი:

  • ხვდება სტუმრებს
  • ამზადებს პროდუქტს რეცეპტების შესაბამისად 
  • იცავს სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ სტანდარტებს 
  • ასრულებს სალარო ოპერაციებს

თქვენ ისწავლით:

  •  როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი ინგრედიენტები არაჩვეულებრივ სენდვიჩებად;
  •  გაეცნობით საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს;
  •  გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს და ისწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას;
  • ჩაერთვებით SUBWAY-ს გუნდურ თავგადასავლებში

ვის შეუძლია ჩვენთან „სენდვიჩ არტისტის“ პოზიციაზე დასაქმება?

  • თუ კი ხართ სტუდენტი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა სამსახურს შეთავსებით;
  • თუ კი არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და ეძებთ ადგილს სადაც გამოიმუშავებთ თანხას

SUBWAY სოწრედ სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოთ!

პირობები:

  • სამუშაო დღეები: კვირაში 3 ან 4 ღამე;
  • სამუშაო საათები: 22:00- 08:00 სთ;
  • ანაზღაურება: 900-1100 ლარი;
  • სტაჟირების ეტაპი ანაზღაურებადია;

მოთხოვნები არ გვაქვს!

  • აქ რომ დასაქმდეთ არ გჭირდებათ სამუშაო გამოცდილება, საქმეს ადგილზე შეგასწავლით ფილიალის მენტორი
  • მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გააზრებული სურვილი და მუშაობის მოტივაცია
  • გარკვეული პერიოდის შემდეგ სენდვიჩ არტისტის პოზიციიდან შესაძლებელია ჯგუფის ლიდერისა და მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე დაწინაურება.

მისამართები, სადაც შეგიძლიათ დასაქმდეთ:

ქ.თბილისი:

  • ვაკე: ჭავჭავაძის გამზირი #19
  • მეტრო სადგური-თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, პუშკინის #19
  • საბურთალო: მეტრო სადგური- ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ, 26 მაისის მოედანი #1

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1yRQqDAETXCSdhOZi32jgoi80-_BTW352-di_UTrxH3A/edit

ან დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.