სენდვიჩ არტისტი

განცხადების ვადა: 10/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

კომპანია AACC  პარტნიორი კომპანია SUBWAY-სთვის ახალ თანამშრომლებს ეძებს

SUBWAY-ში, რომელიც არის სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი და ავრცელებს სენდვიჩების სიყვარულს მსოფლიოში, გვაქვს ჩვენი სედნდვიჩებივით გემრიელი ვაკანსიები „სენდვიჩ არტისტის“ პოზიციაზე!

ვინ არის სენდვიჩ არტისტი და რას ისწავლით ამ პოზიციაზე მუშაობით?

 სენდვიჩ არტისტი:

  • ხვდება სტუმრებს
  • ამზადებს პროდუქტს რეცეპტების შესაბამისად
  • იცავს სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ სტანდარტებს
  • ასრულებს სალარო ოპერაციებს

თქვენ ისწავლით:

  •  როგორ გადააქციოთ ჩვეულებრივი ინგრედიენტები არაჩვეულებრივ სენდვიჩებად;
  •  გაეცნობით საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს;
  •  გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს და ისწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას;
  • ჩაერთვებით SUBWAY-ს გუნდურ თავგადასავლებში.

ვის შეუძლია ჩვენთან „სენდვიჩ არტისტის“ პოზიციაზე დასაქმება?

  • თუ კი ხართ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა სამსახურს შეთავსებით/მოქნილი გრაფიკით
  • თუ კი არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და ეძებთ ადგილს სადაც გამოიმუშავებთ თანხას

SUBWAY სოწრედ სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოთ!

გთავაზობთ:

  • თქვენზე მორგებულ მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, როგორც დღის ასევე ღამის ცვლებში
  • საათობრივ ფიქსირებულ ანაზღაურებას (რომელიც სამუშაო დატვირთვის შესაბამისად თვიურად მერყეობს 800-დან 1000 ლარის ფარგლებში)
  • წამახალისებელ აქტივობებს, პრიზებსა და ფულად ბენეფიტებს, რაც თქვენს სამუშაო რუტინას უფრო მრავლაფეროვანს გახდის
  • 50% ფასდაკლებით კვების უზრუნველყოფა, SUBWAY-ს უგემრიელეს სენდვიჩებსა და სალათებზე

მოთხოვნები არ გვაქვს!

  • აქ რომ დასაქმდეთ არ გჭირდებათ სამუშაო გამოცდილება, საქმეს ადგილზე შეგასწავლით ფილიალის მენტორი
  • მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გააზრებული სურვილი და მუშაობის მოტივაცია
  • გარკვეული პერიოდის შემდეგ სენდვიჩ არტისტის პოზიციიდან შესაძლებელია ჯგუფის ლიდერისა და მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე დაწინაურება.

მისამართები, სადაც შეგიძლიათ დასაქმდეთ:

  • მეტრო სადგური-თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, პუშკინის #19
  • ვაკე: ჭავჭავაძის გამზირი #19
  • საბურთალო: მეტრო სადგური- ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ, 26 მაისის მოედანი #1

„დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიარეთ უმარტივესი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

(https://docs.google.com/forms/d/1h9S7wFdXVZUHE4iKTF45V81-_9N4-ovQJIo1O2uqrkc/edit)“

ან დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.