განცხადების აღწერა
სასტუმრო ,,სტამბა’’ / Stamba Hotel აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის უნიფორმების თანამშრომლის პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლის უნიფორმის სამრეცხაო კომპანიაში გაგზავნა;
- გაგზავნილი და მიღებული უნიფორმების რაოდენობის აღწერა;
- სამრეცხაო კომპანიასთან შედარების პროცედურის ჩატარება;
- სტუმრის სარეცხის ჩაბარება სასტუმროში გაწერილი სტანდარტების დაცვით;
- სამრეცხაოში გაგზავნილი ნივთების აღრიცხვა და შესაბამის ფაილში ასახვა.
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.