საწყობის თანამშრომელი

23/05/2024
1100
განცხადების ვადა: 23/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს “სქაიტელი” 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს “სქაიტელი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი თბილისი, გურამიშვილის 12 ა

დაქვემდებარება – საწყობის სუპერვაიზერი

სამუშაო გრაფიკი – ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება),

შაბათი – 10:00 – 15:00 სთ

ანაზღაურება – 1100 ლარი

გამოსაცდელი ვადა – 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია მოვალეობები:

  • საქონლისა და მარაგების მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის;
  • შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
  • გასაცემი შეკვეთების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
  • ოფისსა და საწყობში საქონლისა და მარაგების მიწოდება;
  • განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
  • საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება – საშუალო განათლება;
სამუშაო გამოცდილება – იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა  –  ქართული ენის გამართულად ცოდნა;
მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
უნარები/შესაძლებლობები: გუნდური მუშაობის უნარი
შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული
დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია                   

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს “სქაიტელის” მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.



გისურვებთ წარმატებებს!