საწყობის თანამშრომელი

განცხადების ვადა: 15/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს “სქაიტელი” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს “სქაიტელი” / SkyTel აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი

დაქვემდებარება: საწყობის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი – 10:00 – 15:00 სთ

ანაზღაურება: 1000 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თანამშრომლის ტარიფი;
  • FitPass;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქონლისა და მარაგების მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის;
  • შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
  • გასაცემი შეკვეთების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა;
  • გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
  • საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება – საშუალო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება – სასურველია იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ცოდნა – ქართული ენის გამართულად ცოდნა; მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
  • უნარები/შესაძლებლობები: გუნდური მუშაობის უნარი; შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული
  • დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს “სქაიტელის” მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!