განცხადების ვადა: 23/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს “სქაიტელი” 2015 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს “სქაიტელი” აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე

დასაქმების ადგილი თბილისი

დაქვემდებარება – კოორდინატორი

სამუშაო გრაფიკი – ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ,

                                    შაბათი 10:00 სთ – 15:00 სთ

ანაზღაურება – ხელზე ასაღები 1200 ლარი +ბონუსი

გამოსაცდელი ვადა – 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ავტომობილის დაზღვევა
  • კომპანიის სერვისზე 50% ფასდაკლება
  • FitPass

დამატებითი მოთხოვნა : კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურებას)

ფუნქცია მოვალეობები:

  • რადიო, ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV სერვისის ინსტალაცია;
  • ინტერნეტ და IPTV პროდუქტების ინსტალაციისას და/ან ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისას პრობლემის მიზეზის ანალიზი და აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • კოორდინატორისგან მიღებული დავალების საფუძველზე, მომხმარებელთან ვიზიტის დროის შეთანხმება და სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
  • პროგრამულ ბაზაში დავალების კორექტირება, შესრულების სტატუსის მართვა;
  • სახარჯი მასალების აბსოლუტური სიზუსტით ჩამოწერა და მომხმარებელზე გადაწერა პროგრამულად;
  • ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
  • კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა და დატრენინგება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

პასიხისმგებლობები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
  • კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება – სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;

სამუშაო გამოცდილება – სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ცოდნა  –   ქართული ენის გამართულად ცოდნა,

ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

  • რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
    კომუნიკაბელური;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
  • დროის სწორად მართვის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს “სქაიტელის” მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.


გისურვებთ წარმატებებს!