სამეურნეო სპეციალისტი

განცხადების ვადა: 23/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს “სქაიტელი” 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს “სქაიტელი” აცხადებს ვაკანსიას „სამეურნეო სპეციალისტის“ პოზიციაზე

დასაქმების ადგილი – თბილისი

დაქვემდებარება – ოფის-მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი – ორშაბათი-პარასკევი; 10:00სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 1 სთ)

ანაზღაურება – 1000 ლარი

გამოსაცდელი ვადა – 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი

ფუნქცია – მოვალეობები:

  • ოფისის სივრცეებში სხვადასხვა სახის სამეურნეო სამუშაოების ჩატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტორის მოძიება და შეთანხმება;
  • გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სამეურნეო ინვენტარის მარაგების კონტროლი და საჭიროების მიხედვით, შეკვეთის მოთხოვნა/შესყიდვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება – სასურველია პროფესიული განათლება

სამუშაო გამოცდილება – იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
ცოდნა  –   აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
დამატებითი მოთხოვნა – მართვის მოწმობა B კატეგორია

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს “სქაიტელის” მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.


გისურვებთ წარმატებებს!