განცხადების ვადა: 07/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

თუ ახლა იწყებ კარიერას და ეძებ საინტერესო შესაძლებლობას შენს განრიგზე მორგებული სამსახური იპოვო;

გიყვარს  და გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია; გაინტერესებს ტექნოლოგიები და გინდა  დასაქმდე   თანამედროვე,  განვითარებად ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას მიიღო გამოცდილება და განივითარო ისეთი უნარები, რომელიც შენ მიერ არჩეულ ნებისმიერი პროფესიისთვის მყარი საფუძველი იქნება

IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის  საკონსულტაციო კომპანია SKYHI-ში Service Desk-ის პოზიციაზე გელოდებით

ამ პოზიციაზე შენი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების  გამოყენებით (ელ-ფოსტა,ტელეფონი,ჩათი,SMS სისტემა) 
  • მომხმარებელთან  გამავალი და  შემომავალი კომუნიკაცის განხორციელება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების და  სამუშაო სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტების შესაბამისი პროგრამული მართვა;
  • დაფიქსირებული ინციდენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნების, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტა;
  • მომხარებელთან შეთანხმებული მომსახურების პირობების (SLA) დაცვა;
  • მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირისა და რეკომენდაციების აღწერა/დაფიქსირება; 
  • მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა;

SKYHI-ში

  • ისწავლი და იმუშავებ ისეთ დინამიურ გარემოში, რომელიც  გამოწვევების  და მომავალი კარიერული განვითარების ფართო სპექტრს გთავაზობს;
  • ჩვენი გამოცდილი ექსპერტი პროგრამის საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფს თქვენს დატრენინგებას ეფექტურ კომუნიკაციაში, როგორც ტრენინგის ფორმატით, ასევე რეალურ სამუშაო გარემოში.

დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდება:

  • მეგობრული გუნდი;
  • ხალისიანი ურთიერთობები;
  • საინტერესო თავგადასავლები;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

თუ სწავლობ ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების  ან მომიჯნავე მიმართულებებზე თავისუფლად შეგიძლია  ინგლისურ ენაზე წერა და კომუნიკაცია დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.