ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი

განცხადების ვადა: 30/09/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“შარმ ტრეიდინგი” ეს არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  

დღეის მდგომარეობით “შარმ ტრეიდინგი” მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.”

კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას ,,ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელის“ პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 მდე 

ანაზღაურება– 850ლარი+ბონუსი (ჯამში 2050) +კვარტლური ბონუსი 750ლარი + საწვავი+ მანქანის ცვეთის ანაზღაურება  

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

რას გთავაზობთ?

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვის შემდეგ)
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)                                                                                   ** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

დამატებითი უნარები:

  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდი 599 182-123.

სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგ”-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “შარმ ტრეიდინგი”-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

“შარმ ტრეიდინგი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები