განცხადების აღწერა
შპს „დ&ლ სერვისი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
* სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი;
* შეკვეთების გაფორმება და მათი დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
* ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტთა ქსელის გაფართოება;
* სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორ განლაგებაზე ზრუნვა;
* პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
* სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* B კატეგორიის მართვის მოწმობა;
* MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
* მათემატიკური აზროვნება;
* ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
* მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
* სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
* სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას;
* კორპორატიულ მობილურ ნომერს;
* ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: hr@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!