განცხადების აღწერა
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი” აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე ბუღალტერიაში;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
∙ ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
∙ კომპანიის საოპერაციო პროგრამებში მსესხებლების მიერ სესხზე გადახდილი თანხების ყოველდღიური ასახვა;
∙ მსესხებელების მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხების სისწორის დადასტურება და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
∙ საოპერაციო პროგრამებიდან მიღებული რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
∙ კონკრეტული სახის რეპორტების მომზადება;
∙ სალაროების ნაშთების დისტანციური აუდიტის ჩატარება;
∙ სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
- MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „საოპერაციო ასისტენტი ბუღალტერიაში“.