განცხადების ვადა: 14/08/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია “ეთორნი ეთ ლო” ეძებს პირად ასისტენტს, რომელიც დაეხმარება ხელმძღვანელს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვასა და ადმინისტრაციული პროცესების მართვაში.

საქმიანობა მოიცავს როგორც პრაქტიკულ ტექნიკურ ამოცანებს — შეხვედრების დაგეგმვა, ელ. ფოსტის გადახედვა, კლიენტებთან კომუნიკაცია, დოკუმენტაციის მომზადება — ასევე ზოგად მხარდაჭერას დატვირთული გრაფიკის ეფექტურად მართვაში.

მნიშვნელოვანია, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და დამოუკიდებლად მოქმედების უნარის მქონე. აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამებში კარგად გარკვევა. თუ გაქვთ გამოცდილება ადმინისტრაციულ ან იურიდიულ სფეროში — ეს ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გადამწყვეტია ინტერესი და საქმეზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთითაა, თუმცა ჰიბრიდულ რეჟიმში. შესაძლებელია ელექტრონული ფოსტისა და ვებსაიტების ჩატის დისტანციურად მართვა, თუმცა საჭიროა დროის მკაცრი ორგანიზება და მზადყოფნა ad hoc შეხვედრების დასაორგანიზებლად.

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ მონაწილეობას საინტერესო და დინამიკურ პროექტებში, ბევრ საქმეს (ხანდახან საინტერესოსაც), პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში — კონკურენტულ ანაზღაურებას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

მსგავსი განცხადებები