ოქროს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი
განცხადების აღწერა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას ოქროს ლომბარდის ექსპერტ–შემფასებელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი
ძირითადი ფუნქციები:
- ძვირფასი ლითონის (ოქროს) შეფასება, მიღება;
- სალომბარდე სესხის გაცემა/დაფარვა.
- სესხის გაცემა /მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმება და მონიტორინგი.
- სალარო ოპერაციების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ძვირფასი ლითონების და მათი სინჯების ცნობა (სასურველია ძვირფასი თვლების ცნობაც).
- სასურველია ძვირფასი ლითონების შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაცია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + დამატებით ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 31 მარტამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sf.ge სათაურის ველში მიუთეთ სასურველი პოზიცია
ტელ: 032 250 09 09. +995 592 13 27 25; +995 571 017 509
www.sf.ge