განცხადების ვადა: 29/02/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის – „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“  აცხადებს  ვაკანსიას დეგუსტაციის ორგანიზატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 12:00 – 20:00, კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე დეგუსტაციის ორგანიზება და განხორციელება;
  • სადეგუსტაციო პროდუქციის მომხმარებლისთვის წარდგენა;
  • სადეგუსტაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და მომხმარებლისათვის გადაცემა;
  • მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და მიგნებების რეკომენდაციის სახით მომზადება.  

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთგააგზავნე რეზიუმე“- ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები/რეზიუმე მუშავდება სს “ნიკორა ტრეიდის” ს/კ 206255808 მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან და ამის შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სავალდებულო წესით მითითებულ მონაცემთა მიუწოდებლობის შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი განაცხადი/კანდიდატურა. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს “ნიკორა ტრეიდის” იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

გისურვებთ წარმატებას!