განცხადების აღწერა
სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის – „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
„ნიკორა ტრეიდი“ / Nikora Trade ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს – 1450 – 1550 ლარი;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
- დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
- პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილების მიღება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/zVPrv2SaYc7dQJNE8
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!