კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

განცხადების ვადა: 29/02/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია – განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

“ნიკორა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

სს „ნიკორას“  შვილობილი კომპანია  შპს „პარტნიორი“  აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე:

გრაფიკი: 12:00-20:00 საათამდე ან 13:00-21:00 საათამდე

ანაზღაურება: 900-1250

ბენეფიტები – სატრანსპორტო ვაუჩერი;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
  • სიახლეებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი და FIFO სტანდარტის დაცვა;
  • პროდუქციის თაროებზე/მაცივარში პლანოგრამის შესაბამისად განლაგება და ვიზუალური იერსახის კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების POS მასალებით მომარაგება;
  • ობიექტის პერსონალთან პოზიტიური  ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595119293  

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

მსგავსი განცხადებები