განცხადების ვადა: 29/02/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია – განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

“ნიკორა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე:

გრაფიკი: კვირა-პარასკევი 09:00-18:00, 1 საათი შესვენება

ანაზღაურება: 1560 ლარი

ბენეფიტები: კვება და სატრანპორტო ვაუჩერი

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობისა და დანადგარების შიდა ელექტრო გაყვანილობების შემოწმება;
  • დანადგარების, შიდა ელექტრო გაყვანილობების პრევენციული მონიტორინგი და დიაგნოსტირება;
  • გაუმართაობის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა;
  • დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • საწარმოო დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების საექპლუატაციო პირობების დაცვა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (ელექტრო-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
  • სასურველია ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ჰქონდეს გამოცდილება ტექნიკური სქემების წაკითხვა/გაგებაში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ტექნიკური უნარები;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.