მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი

განცხადების ვადა: 14/09/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

“ლავლი როუზის” ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.

ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში.

ანაზღაურება. არის დამოკიდებული გამოცდილებასა და ენების ცოდნაზე (სასურველია B2 ინგლისურში და რუსული ენის მინიმალური ცოდნა). განვიხილავთ როგორც ადამიანს, რომელიც სწრაფად ითვისებს კომპიუტერულ პროგრამებს და შეუძლია რამოდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება (მულტითასქინგი), ასევე 1-2 წლის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

გრაფიკი. ჩვენი მაღაზია ყოველ დღე მუშაობს, შაბათ – კვირის ჩათვლით. ამრიგად, სასურველი სამუშაო დღეები თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ, თქვენი სტუდენტური გრაფიკის შესაბამისად: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 ან 16.00.00-00.00. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, შალვა ღამბაშიძის 10.

დაახლოებითი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
  • შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის – გასამზადებლად და კურიერისთვის – მისატანად.
  • შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
  • ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
  • სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს “ლავლი როუზის”-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe_0n_9vi03MLjTDENPlcsH1Wvx2e0h09WjInsSgNT9OL-BZg/viewform?usp=sf_link