კონტენტ კრეატორი

განცხადების ვადა: 17/02/2025
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ჩვენს შესახებ: 

ჩვენ წარმოვადგენთ  ყვავილების მაღაზიას თბილისში,  მოხმარებლების ყველაზე მაღალი დადებითი  შეფასებებით საქართველოში (გუგლის მიხედვით). გვაქვს 2 ფილიალი (ვაკეში და ვერაზე) და ონლაინ ყვავილებს მაღაზია. ჩვენი გუნდი 18 ადამიანისგან შედგება. ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც შემოქმედებითად შეძლებს ჩვენი ისტორიის მოთხრობას, შესაფერისი აუდიტორიის მოზიდვას და დაეხმარება ჩვენს ბრენდს წინ წაწევაში სოციალური მედიის პლატფორმებზე. კანდიდატი ერთ გუნდში იმუშავებს “ლავლი როუზის” დირექტორთან, საერთაშორისო დონის კრეატიულ დირექტორთან (სარეკლამო რგოლებზე) და დიზაინერ- ვიდეო ედითორთან ერთად.

ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას და შექმნით უნიკალურ ნამუშევრებს თქვენი პორტფოლიოსთვის.

ძირითადი მოვალეობები: 

კონტენტის შექმნა: 

  • მულტიმედიური კონტენტის შექმნა, როგორიცაა სურათები, რიელსები და პოსტები.
  • ქოფირაითინგი 
  • ფლორისტების და მენეჯერების ჯგუფთან თანამშრომლობა ახალი იდეების მოსაძიებლად
  • ჩვენი ბრენდის სისტემატიური გარეკლამება სხვადასხვა სოც. მედია პლათფორმაზე. 

საზოგადოებასთან ურთიერთობა: 

  • ახალი მომხმარებლების და პარტნიორების მოზიდვა 
  • სოც. ქსელების ტრენდების მომხმარებლების მოთხოვნების მონიტორინგი  და ჩვენს სტილისტიკაზე მორგება. 

ანალიტიკა და დაგეგმარება: 

  • სოც. ქსელების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებისთვის
  • მონაცემების ანალიზის შემდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
  • კრეატიულობა და კარგი გემოვნება 
  • სწრაფად ფიქრი და შესრულება, მულტითასქინგი
  • ტექნიკური სიძლიერე – ახალი პროგრამების საბაზისო დონეზე მარტივად ათვისება
  • გამართული და საინტერესო წერის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • ყვავილების მიმართ სიყვარული ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (განიხილება ცვლილებები) 

მისამართი: ვაკე, ფალიაშვილის 38 ან ვერა, ღამბაშიძის 10

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ანაზღაურება ქვემო გუგლ-ფორმაში.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.


გისურვებთ წარმატებას!