მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი

განცხადების ვადა: 27/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო” საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. “ირაო” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 32 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა);

ანაზღურება: 700 ლარი, 6 თვეში 800 ლარი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

  • არასრულ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას;
  • მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • საბონუსე სქემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება – კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
  • სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვ

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.