განცხადების ვადა: 21/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, დღისა და ღამის ცვლების პრინციპით

ანაზღაურება: თვეში 850 ლარიდან + ბონუსი

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა

სამუშაო აღერილობა:

  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!