განცხადების აღწერა
თბილისი მოლში მდებარე საბავშვო პლატფორმა გთავაზობთ დასაქმებას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 6 საათი, შაბათ-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
ანაზღაურება ფიქსირებული 800 ლარი +150 ლარი შესრულებული სამუშაოს ხარისხის გათვალისწინებით, +ბონუსები გაყიდვებიდან 200-250 ლარის ოდენობით.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა. კომპანიაში არსებული მომსახურებისა და ფასების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
ბავშვების მიღება და მათთვის დახმარების გაწევა;
პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი;
მოთხოვნები:
მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
თავაზიანი მომსახურების უნარი;
შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!