განცხადების აღწერა
სასტუმრო „Holiday Inn“ / ჰოლიდეი ინნ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
- ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
- პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
- სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.