კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი

განცხადების ვადა: 12/03/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია გრინვეი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი პოზიციაზე.

გრინვეითანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 600 (ექვსასი) ლარი, გადასახადების გარეშე

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთავაზებების მომზადება;
  • კორპორატიული კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ადმინისტრირება, ვადების და პირობების კონტროლი. ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემთხვევაში დროულად რეაგირება კონტრაქტების გაგრძელების უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან აქტიური კოორდინაცია სამუშაო პროცესში შექმნილი საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დაუყოვნებლივ;
  • ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • ორგანიზაციის შიდა პორტალზე მონაცემების გადამოწმება და კონტროლი;
  • დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი განათლება გაყიდვების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • გამოცდილების გარეშე;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკურად აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთგააგზავნე რეზიუმე“- ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გრინვეიარა დისკრიმინაციას

კომპანიაგრინვეი საქართველოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმეპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიაგრინვეი საქართველოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.

მსგავსი განცხადებები