განცხადების აღწერა
შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ (www.miminotravel.com ) ეძებს ესპანურენოვან, იტალიურენოვან და ბერძნულენოვან აპლიკანტებს „გიდების სკოლაში.“
კომპანიას აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ტურიზმში. ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზრებია: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დანია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია.
გიდების სკოლის შესახებ:
- ვისთვის?! – კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფერო და ფლობს იტალიურ ან ესპანურ ენას B1/B2 დონეზე.
- პირობები: კურსი არის უფასო.
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;
- მეთოდიკა: სწავლება მიმდინარეობს დუალური მეთოდით. კომბინირებულია თეორია და პრაქტიკა; სასწავლო კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი პრაქტიკული ტური (კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით)
- ჯგუფში მაქსიმუმ 8-10 წევრი რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების დონეს.
- შედეგი: კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. საწყის ეტაპზე გიდის პოზიციაზე, შემდეგ კი ოფისში (ინტერესების შესაბამისად).
გიდების სკოლა – ეს შენთვის შექმნა ტურისტულმა კომპანიამ „მიმინო კავკასიაში“ თუკი:
- დაინტერესებული ხარ ტურიზმით და გსურს, მოსინჯო ძალები;
- გსურს კარიერის განვითარება დინამიურ, მზარდ და საინტერესო ინდუსტრიაში, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე (პირველ სეზონზე, სანამ გამოცდილებას დააგროვებთ, დღიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 100-150 ლარს. მზარდია ანაზღაურება გამოცდილებასთან ერთად.);
- ადამიანებთან ურთიერთობა შენი სფეროა;
- გიყვარს მოგზაურობა და ხარ თავგადასავლების მაძიებელი;
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩევის ეტაპები: 2 ინტერვიუ;
კურსის დასაწყისი: იანვარი, 2026; დღეები და დრო: განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „გიდების სკოლა“. ასევე, კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 50 24 29, ან +995 322 15 77 17(აკრიფეთ შიდა ნომერი 108)