გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი – Zalando-ს პროექტისთვის

განცხადების ვადა: 06/04/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

CMX Solutions LLC ეძებს გერმანულენოვან მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებს – Zalando-ს პროექტისთვის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმაა მოდასა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებული პროდუქტების მიმართულებით.


მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ან ნახევარი განაკვეთი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; 
  • მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება; 

მოთხოვნები: 

  • გერმანული ენის ცოდნა (C1 დონე); 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1.3 დონე);
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; 
  • მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
  • სისხარტე, ოპერატიულობა; 
  • სიზუსტე, აკურატულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას; 
  • ყოველთვიურ ბონუსს;
  • რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე;
  • ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე –

https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=44287 

გისურვებთ წარმატებას!