განცხადების აღწერა
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – გაყიდვების მენეჯერი,
ქალაქში – თბილისი,
,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაყიდვების მენეჯერის
“ბს/2 ჯორჯია” წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, “Penki kontinentai”-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ფიქსირებული ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000ლარი, დამატებით: ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან. საშუალო თვიური შემოსავალი: 3000 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
· კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
· ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
· ახალი კლიენტების მოძიება და არსებულების შენარჩუნება;
· კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარება;
· კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩართვა;
· კომერციული წინადადებების ფორმირება და ფასის მოლაპარაკება;
· გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
· ხელშეკრულების მომზადება და მათი გაფორმების სრული კორდინაცია, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა;
· კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
· ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
· სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
· კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
· გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
· CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ანგარიშგება;
· კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ეკონომიკის მიმართულებებს);
· Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
· ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
· პროექტების მართვის უნარი;
· კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
· ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
· როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
ჩვენ გთავაზობთ:
· პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
· კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
· საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების კანონდმებლობით განსაზღვრულ ქვედა ზღვარზე გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
· Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, საქართველოს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენს რეზიუმეს შევინახავთ არა უმეტეს 1 წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/YJyMCO5b