გაყიდვების მენეჯერი

განცხადების ვადა: 19/12/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია „ტერავიტა +“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოცდილების გარეშე!

კომპანია „ტერავიტა+“ 4 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მაღალი ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ნატურალური ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) რეალიზაცია (მათ შორის: ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო, წონის კორექციის, პროსტატა-პოტენციის, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება). სწორედ მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი მომხმარებლები წლობით ინარჩუნებენ ჩვენთან ლოიალურ ურთიერთობას.

ჩვენთან იმუშავებთ მხოლოდ უკვე არსებულ, ლოიალურ მომხმარებლებთან!

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + მაღალი % გაყიდვებიდან;
  • საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: 2500+ ლარი;
  • დამატებითი წახალისება: ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება: ხანგრძლივობა 5 დღე, დღეში მხოლოდ 4 საათი (მორგებული გრაფიკი)
  • მოქნილი სამუშაო ფორმატი: 1-თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • სტაბილური ჩარიცხვები: ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
  • განვითარება: კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და უფასო პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო გრაფიკის არჩევანი (მოირგეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი):

  • 5/2 — 9-საათიანი სამუშაო დღე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება გაწერილი სკრიპტის მიხედვით;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
  • შეკვეთების პროგრამულად (CRM სისტემაში) გაფორმება.

ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ:

  • ყოველკვირეულ ბონუსებს — ძირითადი ანაზღაურების გარდა, დამატებითი ფულადი წახალისება კვირის შედეგების მიხედვით;
  • Fitpass ბარათს — ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრების წესზე;
  • ულიმიტო ყავასა და ჩაის — ჩვენი ყოველდღიური კორპორაციული ენერგიისთვის.

ჩვენ ვეძებთ:

  • კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — ჩვენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით);
  • პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალ შედეგზე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr@teravita.app ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე WhatsApp +995511469763!