მიკრობიოლოგი

განცხადების ვადა: 08/12/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

 შპს “G&A GROUP”-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით ,,ნობათი’’-ს  გაყინული ხორცპროდუქტებით,  “რერა” პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და ,,ხინდა” ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მაშტაბით

შპს “G&A GROUP” აცხადებს ვაკანსიას თბილისში მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

  • გააკონტროლოს წარმოების პროცესი თითოეულ ეტაპზე. შემოტანილი და წარმოებაში გამოყენებული  ნედლეული, პროდუქციის შექმნის პროცესი და საბოლოო პროდუქტი, რომელიც შეიფუთა და უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. 
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებების და ISO სტანდარტებით გათვალისწინებული სიხშირით და მეთოდოლოგიის შესაბამისად აიღოს სინჯები წარმოების სხვადასხვა ეტაპიდან, ჩაატაროს მიკრობიოლოგიური კვლევა და გაანალიზოს მიღებული შედეგები. 
  • საწარმოს,შესაფუთი მასალებისა და პერსონალის ჰიგიენის მიკრობიოლოგიური კონტროლი;
  • ნედლეულის, მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზი;
  • აწარმოოს CCP მონიტორინგი;
  • საწარმოში გამოყენებული სარეცხი-სადეზინფექციო ხსნარების  მიკრობიოლოგიური ტესტირება;
  • ლაბორატორიის საწყობი – ქიმ.რეაქტივები, მიკრობიოლოგიური საკვები არეები, მიკრობიოლოგიური ჭურჭელი.
  • ყოველდღიურად აწარმოოს მონიტორინგის დოკუმენტაცია.
  • კომპანიაში არსებული პროცესებისა და ინსტრუქციების მიხედვით სამუშაო პროცესის მართვა; 
  • მიმდინარე საქმეების მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით; 
  • საწარმოო პროცესებში შეუსაბამოების, ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა, მიზეზების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება; 
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
  • ISO & HASPI სტანდარტების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატიურობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.