განცხადების აღწერა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე ქ. სენაკში
ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:
- ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებული და მოტივირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
- მომსახურების პროცესის მონიტორინგში მუდმივი ჩართულობა.
- კლიენტების ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურების უზრუნველყოფა.
- ორგანიზაციის შიდა პროცედურების პროცედურის შესრულების სისწორის მონიტორინგი;
- საკასო ოპერაციების წარმოების კონტროლი
- ფილიალის ყოველთვიური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო განაცხადის ანალიზი/დამუშავება;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური ანალიზი და შეფასება;
- ფილიალის პორტფელში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები
- უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში.
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები.
- კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი.
- ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- თავდაჯერებული
- პოზიტიური
- განვითარებაზე ორიენტირებული
შერჩეული კანდიდატები საჭიროების მიხედვით გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლება/ტრენინგებს
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 24 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sf.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიცია,
ტელ: +995 32 250 09 09
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის კანდიდატის მიერ პოტენციური დამსაქმებლისათვის გამოგზავნა ჩაითვლება კანდიდატის თანხმობად, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსმა” დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.