ელექტრო-აპარატურის ტექნიკოსი (ATM/POS მიმართულებით)

განცხადების ვადა: 26/06/2025
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ელექტრო-აპარატურის ტექნიკოსი (ATM/POS მიმართულებით)- ბათუმში,

ქალაქში – ბათუმი,

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ელექტრო-აპარატურის ტექნიკოსი (ATM/POS მიმართულებით)-ბათუმში

,,ბს/2 ჯორჯია“

ელექტრო-აპარატურის ტექნიკოსი (ATM/POS მიმართულებით)-ბათუმში

,,ბს/2″ ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

,,ბს/2″ ჯორჯია

„Penki Kontinentai“

,,ბს/2″-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

,,ბს/2″

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:

  • ATM და POS მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
  • სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
  • აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა,ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
  • რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება ATM და POS სისტემებზე.
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება (მაგ. კარტის კითხვარები, ფულის გამცემები, პრინტერები, მონიტორები).
  • აპარატების ოპერაციული სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგი .
  • ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა ATM/POS პრობლემების მოსაგვარებლად.
  • სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
  • უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
  • ATM/POS სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა.
  • სისტემებზე პროგრამული განახლებები.
  • კლიენტებს დაეხმარება ATM/POS სისტემების ფუნქციების და გამოყენების შესახებ, რათა სწორად გამოიყენონ და მართონ აპარატები.
  • სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაშ (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, ATM/POS სისტემების სტატუსების განახლება.
  • ATM/POS სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის საჭიროებების მოთხოვნების გაკეთება პერიოდულად.

რას ვითხოვთ:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
  • განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;

რას გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1,250 ლარი; (კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში ყოველთვიურ ბონუსს 250-400 ლარის ოდენობით);
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
  • საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათი:
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან  ეწვიოთ მოცემულ ბმულს:  
https://hel-ai.com/apply/bHNLNfZd

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!