განცხადების აღწერა
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, Dyson-ის რიგით მესამე ბრენდ ზონისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად
გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
ახალი მოდელების შესწავლა;
სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება – სტუდენტი);
უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.