განცხადების ვადა: 07/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Dressarium/დრესარიუმი“ წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და  მომხმარებლებს სთავაზობს  პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Karl Lagerfeld, Marc O’Polo, Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana, Lancaster. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია გალერია თბილისის, ისთ ფოინთის, საბურთალო სითი და ზუგდიდი მოლის სავაჭრო ცენტრებში.

კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს – https://www.dressarium.ge/

 „Dressarium/დრესარიუმი“ აცხადებს ვაკანსიას სითი მოლის მაღაზიებისთვის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 დაიწყეთ კარიერა დრესარიუმში

დრესარიუმელის უპირატესობები:

  • კარიერული წინსვლა (შეფასების სისტემა)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 2 თვის შემდეგ
  • კორპორატიული ფასდაკლება დრესარიუმის ყველა მაღაზიაში 3 თვის შემდეგ
  • წამახალისებელი გათამაშებები/პრიზები
  • სტუდენტების გრაფიკის ხელშეწყობა

ლოკაცია: სითი მოლი

გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (2 დღე დასვენება)

ანაზღაურება საშუალოდ: 1000 ლარი

აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ან/და რუსული სასაუბრო დონეზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების განხორციელება
  •  მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
  •  გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  •  მაღაზიაში წესრიგის კონტროლი

მახასიათებლები:

  • თავაზიანი
  • კომუნიკაბელური
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • დისციპლინირებული
  • პოზიტიური და ენერგიული

 თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ დრესარიუმის გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.

მსგავსი განცხადებები