განცხადების აღწერა
შპს „DSPRO“ – ბიზნეს პროცესების მართვის პლატფორმა.
DSPRO არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც შექმნილია ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტურად მართვისთვის, სხვადასხვა სახის მომსახურებებით. ერთიანი სისტემური დისპეჩერიზაციის, მომხმარებელთან მომსახურებისა და გაყიდვების მართვის პროგრამული და დისტანციური უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით მორგებულია საკეტების სერვისსა და საველე მომსახურების ინდუსტრიებზე.
კომპანია შპს “დიესპრო” აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი,ორთაჭალის ქუჩა #18.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-კვირა 16:00-22:00 (1 საათი დასვენება/ კვირაში ორი დღე დასვენება კოლეგებთან შეთანხმებით).
ანაზღაურება: 500 ლარი (NET/ხელზე ასაღები)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისის ტერიტორიაზე სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი
- საოფისე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად
- სველი წერტილების დასუფთავება
- სანაგვე ურნების გასუფთავება ნარჩენებისგან
- პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: mariahr@dspro.io
გთხოვთ subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.