განცხადების აღწერა
“შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა.”
კომპანია შარმ ტრეიდინგი კონტროლის სამსახურში აცხადებს ვაკანსიას ,,დაცვის თანამშრომლის“ პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი; ქსნის ქუჩა №36
სამუშაო რეჟიმი: ცვლაში მუშაობა, კვირაში 36 სამუშაო საათი, შემდეგი განრიგით:
- I ცვლა – 07:30-19:30 სთ;
- II დღე – დასვენება;
- III დღე – 07:30-14:30 სთ ან 14:30-19:30 სთ (დადგენილი გრაფიკის შესაბამისად).
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სათაო ოფისის მთვარი შესასვლელის მონიტორინგი;
- კამერების კონტროლი;
- თანამშრომელთა შემოსვლა-გასვლის ზედამხედველობა და კონტროლი;
- სტუმრების დაშვების პროცესის ზედამხედველობა კონტროლი;
- უშუალო ხელმზღვანელის დავალებების შესრულება, კონტროლის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მონიტორინგისა და კონტროლის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@sharmtrading.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება –“დაცვის თანამშრომელი”.
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.