განცხადების აღწერა
სს ″კურაციო″ აცხადებს 3 ვაკანსიას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი
I ვაკანსია
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 12 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები:
სამშაბათი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
ხუთშაბათი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ანაზღაურება – 200 ლარი
II ვაკანსია
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 13 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები:
ორშაბათი 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება 30 წუთი);
პარასკევი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
ანაზღაურება – 220 ლარი
III ვაკანსია
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31
კვირაში 13 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები:
ოთხშაბათი- 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
პარასკევი 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება 30 წუთი)
ანაზღაურება – 220 ლარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV და შეტყობინების ველში დაწერეთ, რომელი გრაფიკით ხართ დაინტერესებული.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.