განცხადების აღწერა
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ , რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დადგენილის სტანდარტების შესაბამისად სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
- სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და მოთხოვნილი ინფორმაციის გაზიარება;
- გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- დადგენილი სტანდარტის მიხედვით ოთახების სტატუსების კონტროლი;
- ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
- გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ყოველდღიური აუდიტის წარმოება და სალაროს ნაშთი ჩაბარება მენეჯრისთვის;
საჭირო უნარები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- ტრანსრპორტირებით უზრუნველყოფა;
- ლოკაცია- ბორჯომი;
ქრაუნ პლაზა ბორჯომი-ს გუნდის მიზანია თქვენი, როგორც ქრაუნ პლაზა ბორჯომის საუკეთესო მონაპოვარის მხარდაჭერა კარიერის ყველა ეტაპზე. შეგვეხმიანე და დაიწყე შენი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ოცნების ახდენა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.